გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის განცხადებით, ის სამსახურშია და თავის მოვალეობას ასრულებს: _ მე ვარ გურიის გუბერნატორი და კანონმდებლობის შესაბამისად, ვასრულებ ჩემს უფლება-მოვალეობას, _ განაცხადა ვალერი ჩიტაიშვილმა.
რაც შეეხება ალექსანდრე ყველაშვილის კანდიდატურას, მან გვითხრა, რომ ის დიდი ხანია, იცნობს მას: _ როგორც თქვენგან გავიგეთ, შექმნილია გვერდი და მეტი რა უნდა გითხრათ? _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ვალერი ჩიტაიშვილმა.