_ ამჯერად “იმედი”, რომელიც ყოფილი ნაციონალებით არის დაკომპლექტებული. უფრო კონკრეტულად კი, ფრაქციის თავმჯდომარე ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, კორნელი კუკულავას ბიუროს ყოფილი უფროსი, ერთ დროს აქტიური “ნაციონალი” ლია ჩიგოგიძეა, ხოლო წევრები _ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატი მანანა ჯინჭარაძე და სოფელ ზოტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგიტა ქათამაძე.
ფრაქციის შექმნის შესახებ ინფორმაცია დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ამ ინფორმაციას კი ამაღლების დეპუტატი ემზარ დოლიძე ასე გამოეხმაურა:
_ წავედით ახლა და, ვიქეიფოთ!
აღსანიშნავია, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ფრაქცია “იმედი” ჩოხატაურის საკრებულოში შექმნილი უკვე მესამე ფრაქციაა.
30 კაციან საკრებულოში, რომელშიც 2010 წელს 27 ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო, ამ პარტიას მხოლოდ 4 ადამიანი შემორჩა _ საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძე, მისი მოადგილე მიხეილ უნგიაძე, ფრაქცია “ნაციონალების” თავმჯდომარე ზაზა ბასილია და ხიდისთავის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო მეგრელიძე.
“გურია ნიუსის” კითხვაზე შესაძლებელია თუ არა მათ ფრაქციას წევრი კიდევ გამოაკლდეს, ზაზა ბასილიამ ასე უპასუხა:
_ იმედია, არა, _ ამ კომენტარზე კი საკრებულოს წევრებმა, აწ უკვე ყოფილმა ნაციონალებმა კომენტარი არ დაიშურეს:
_ ორი კაციც და გავდივართ!