მისი თქმით, ყოფილი სატყეო მეურნეობის შენობა, რომლის გაყიდვა ადგილობრივ ხელისუფლებას უახლოეს ხანში აქვს გადაწყვეტილი, უმჯობესი იქნება, გამარჯვებული პარტიას საოფისედ გადაეცეს:
_ პარტიას ოფისი სჭირდება. ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს ყველაფერი მაჟორიტარ დეპუტატთან უნდა შევათანხმო, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, თუმცა, მიმაჩნია, რომ პარტიას ოფისი სჭირდება. ნაქირავებ ფართში მუშაობენ და კარგი იქნება, თუ გადასცემთ იჯარით ან სხვა ფორმით, _ აღნიშნა შარაშიძემ.