საუბარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის და თელავის ქუჩების გარეგანათებაზე.
მინისტრმა დავით ნარმანიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ამ შინაარსის 13 საქმე შესასწავლად უკვე გადასცა.
“გურია ნიუსთან” საუბრისას, რამაზ ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ეს კითხვები მას არ ეკუთვნის და თითს მისი უახლოესი მეგობრის, მისი კადრის, საგზაო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელობისკენ იშვერს.
მართალია, კონკრეტულად მის სახელს და გვარს არ აკონკრეტებს, მაგრამ მამუკა ლეჟავა პირველი იყო რმაზ ნიკოლაიშვილის კადრებიდან, ვინც არჩევნების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
_მინდა აგიხსნათ, რომ ეს არის ინფორმაცია, რომელიც უნდა მიიღოთ საგზაო დეპარტამენტიდან, – ასე გაგვიცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
“გურია ნიუსი” საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ლეჟავას დაუკავშირდა.
_ მაგ თემაზე, ძალიან გთხოვთ, ისევ რეგიონულ სამინისტროს მიმართეთ რა, ხომ იცით, რომ მე წამოსული ვარ კარგა ხანია…
_ბატონო მამუკა, რამაზ ნიკოლაიშვილი აცახდებს რომ ეს კითხვები საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ეკუთვნის და არა მას…
_მესმის, მაგრამ ახლა ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და მას ჰკითხეთ რა! მან იცის ყველაფერი.
_ახალი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს თანხა 10 მილიონი თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში გაიხარჯა არამიზნობრივად, კომენტარი თქვენ უნდა გააკეთოთ…
_ კი ბატონო, ახალ ხელმძღვანელობას ჰკითხეთ. .
_თქვენ ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ ეს ფაქტი? თქვენ ხომ უშუალოდ რამაზ ნიკოლაიშვილის მეგობარი და მისი კადრი იყავით?
_ კარგად ბრძანდებოდეთ.
( ფოტო სააგენტო “პირველის”)