როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, გოგოტიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ, განცხადება წუხელ ღამით დაწერა.
“გურია ნიუსთან” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დღეს დანიშნული გამგებელი, კოტე შარაშენიძე აღნიშნავს, იგი, ამ ეტაპზე, გამგეობიდან არც ერთი თანამშრომლის გაშვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, გოგოტიშვილმა წასვლის შესახებ, გადაწყვეტილება თავად მიიღო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კოტე შარაშენიძე გამგებელის ამპლუაში ხვალ პირველად შეხვდება თანამშრომლებს.
ყოფილი გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.