შსს-ს განცხადებით: “მიუხედავად გამოძიების მიერ მოპოვებული, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებებისა, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მერაბიშვილის ჩვენებას, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა კვლავ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. იგი შეგნებულად ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს ხელი შეუშალოს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმეში არსებული დამატებითი მტკიცებულებები საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”.