“აღნიშნული პიროვნება, ინტერპოლის თბილისის ბიუროს მიერ იძებნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
ეს გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
ამჟამად, უკრაინის სამმართალდამცავ ორგანოებთან ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ გადაგზავნილია ოლეგ მელნიკოვის წინასაექსტრადიციო პატიმრობისთვის და შემდეგ მისი საქართველოში ექსტრადირებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია. კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება მისი საქართველოში ექსტრადიცია,” _ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.