რუსთავის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ქალაქში წინა ხელისუფლების დროს დაწყებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება შეჩერებულია. მისი განცხადებით, ასევე გაჩერებულია რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.
“მინდა, საქართველოს პრეზიდენტს შევეპასუხო. ყველა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება გრძელდება. 2013 წელს კი, ახალი პროექტების გახორციელებას დავიწყებთ… ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. გზაზე სამუშაოებს პრობლემური კომპანია “ნიუ ენერჯი“ ასრულებდა, რომელიც პროცესს გამოეთიშა. აქტიურად ვმუშაობთ, რომ იქ საგზაო სამუშაოები არ შეჩერდეს. ახლა, თოვლისა და ყინვის გამო, ტექნიკა ვერ იმუშავებს. მითუმეტეს ისეთ პირობებში, როცა დამატებით განსახორციელებელი მონაკვეთების ბედი გასარკვევია… ამ საკითხზე მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ,“ _ ამბობს დავით ნარმანია.