_ გამოგვიცხადეს რომ, თქვენ თვითონ დაითხოვეთ სამსახურიდან თანმაშრომლებიო, უნდა მოხდეს მასობრივი შემცირებაო. ძალიან ძნელია, ასეთ დროში ვინმეს გამოვუცხადო სახლში უნდა წახვიდე-თქო. ან ეს ხალხი, რომლებიც წინასაარჩევნოდ დაასაქმეს, ჩვენ არავინ შეგვთანხმებია, ისე მოიყვანეს და დასვეს სამსახურებში, ახლა კი სამსახურის უფროსებს სთხოვენ მათ სახლში გაშვებას, – ამის გადაწყვეტა ძალიან ძნელია, ამბობს “გურია ნიუსთნ” ერთ-ერთი სამსახურის უფროსი.
დღეს ა(ა).ი.პ. “გომისმთის” 8 თანამშომლიდან 5 დაითხოვეს. აღსანიაშავია, რომ სამსახურიდან თანამშრომელების გათავისუფლება ისე მოხდა, თანამრომლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ა(ა).ი.პ “გომისმთის” ხელმძღვანელი დავით სადრაძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ თანამშრომლების განთავისუფლება იმ მიზეზით მოხდა, რომ მათ დაუმთავრდათ ხელშეკრულების ვადა.
_ ჩვენთან მუშაობდა სულ 8 თანამშრომელი, დარჩა ჯერჯერობით სამი, გათავისუფლებულია ხუთი. მათ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდათ. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა, ჩვენც დავრჩებით თუ არა, ჩვენი საკითხიც 24 იანვარს, საკრებულოს სხდომაზე გახდება ცნობილი, _ გვითხრა დავით სადრაძემ.
ერთ-ერთი გათავისუფლებული, თენგიზ ჩხატარაშვილი აცხადებს, რომ ინფორმაცია, სამსახურიდან დათხოვის შესახებ პირველად ჩვენგან გაიგო.
_არაფერი არ ვიცი, რაღაც საუბრები იყო, რომ შემცირებები მოხდებოდა, თუმცა თუ გაგვიშვებდნენ საერთოდ, ეგ პირველად თქვენგან მესმის. ჩემთვის არავის გამოუცხადებია, _ ამბობს ჩხატარაშვილი.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებში თანამშრომლების გათავისუფლება ამ თვიდან დაიწყება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე შარაშენიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ მას მიზანშეწოლილად არ მიაჩნია ა.(ა).ი.პ. გომისმთის ფუნქციონირება.
_ აღნიშნულ სამსახურში, წლიური ხარჯი 38 000 ლარს შეადგენს, რომელიც ჩემი აზრით, ტყულად იხარჯება, ამიტომ, ამ სამსახურის გაუქმება უნდა მოხდეს. ჯერჯერობით, ასე მაქვს გადაწყვეტილი, თუმცა ამ გადაწყვეტილებას საკრებულომ უნდა დაუჭიროს მხარი, _ განაცხადა კოტე შარაშენიძემ.