კორიფაძე, ჯერ კიდევ გუშინ, ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა. დღეს კი ამბობს, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო:
_ დღეს გადავწყვიტე, რომ თანამდებობა დამეტოვებინა. გუშინ სხვანაირად ვფიქრობდი.
_ ბატონო დიმიტრი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენზე ზეწოლა ხორციელდებოდა…
_ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ეს გადაწყვეტილება თავად მივიღე, _ დაგვიზუსტა კორიფაძემ.
კორიფაძესთან ერთად თანამდებობა დატოვა გამგებლის მეორე მოადგილემ, გია გიორგაძემ. ჩვენი ინფორმაციით, გიორგაძე გამგეობის ერთ-ერთ სამსახურს უხელმძღვანელებს.