” ბ-ნ გია თორთლაძის განცხადებით, ინსტიტუტს საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, თითქოს 350 000 ლარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ პირადად მას გადაურიცხა. ბ-ნმა თორთლაძემ განმარტა, რომ ეს თანხა სამინისტრომ “საქართველოს დეოკუპაციის ცენტრს” ჩაურიცხა. მისი თქმით, კულტურის სამინისტრომ დააფინანსა “საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი” და არა კონკრეტულად ყოფილი დეპუტატი გია თორთლაძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თავდაპირველად (17.07.2012) ხელშეკრულება გაფორმდა ფიზიკურ პირ გია თორთლაძესა და სამინისტროს შორის და მას ხელს აწერენ ერთის მხრივ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ქირია, ხოლო მეორეს მხრივ ფიზიკური პირი გია თორთლაძე,” _ ნათქვამია განცხადებაში, რასაც თან ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია.