“ჩვენ ორიენტირებულები ვიყავით დიდ ინფრასტქრუტურ პროექტებზე და მართლა გვინდოდა, რომ ქვეყანა წინ წასულიყო, მაგრამ ადამიანები ამას ვერ გრძნობდნენ თავიანთ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. მაგალითად, გაიხსენეთ, რა იყო ოზურგეთი 9 წლის წინ და რა არის ეხლა, მაგრამ ადამიანები ამ წინსვლას ვერ გრძნობდნენ, რადგან რეალურად, მათ უნდოდათ თავიანთ ოჯახებში ეგრძნოთ წინსვლა, ჰქონოდათ სამუშაო ადგილები, შემოსავალი. ჩვენი მთავარი სამიზნე უნდა ყოფილიყო ოჯახი. ეს ყველაფერი ჩვენ ვისწავლეთ...”
რაც შეეხება იმ საჯარო პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ პარტიული ნიშნით “გაუსწორდნენ”, მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ ადამიანების უფლებების დასაცავად ყველა კანონიერ მექანიზმს გამოიყენებს.
“ყველა კანონიერ მექანიზმს გამოვიყენებთ იმ ადამიანების უფლებების დასაცავად, რომლებიც აცხადებენ, რომ უკანონოდ, პარტიული ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურებიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ. ეს იქნება სამართლებრივი დავა, უცხოელებთან საუბარი და არასამთავრობო სექტორის ყურამდე მსგავსი ფაქტების მიტანა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ისევ ქართულ სახელმწიფოს და მმართველ ძალას აყენებს ზიანს.
_ თქვენი ოპონენტები გეტყვიან, რომ ეს ყველაფერი მოსდევს ხელისუფლების ცვლილებას…
_ ჩვენი 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, ბუნებრივია, გვქონდა წარმატებები, მაგრამ გვქონდა შეცდომებიც. ეს ადამიანები ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს უფრო ტრაგიკულად და უფრო ჩქარა იმეორებენ. მაგალითად, ავიღოთ მათი საყვარელი თემა, სპორტის დეპოლიტიზაცია, გადახედეთ, ვინ აირჩიეს სპორტის ფედერაციის პრეზიდენტად და ნებისმიერ სხვა თემას გადახედეთ, იგივე ყბადაღებული ტარიფის საკითხს, როგორც გაირკვა, მთლად ისე არ იყო, როგორც ამბობდნენ. ძალიან ბევრია ისეთი დააპირება, რაც მათ წინასაარჩევნოდ გასცეს და ეხლა უკვე სულ სხვა განწყობებია. თუნდაც ის გაიხსენეთ, როცა ადამიანებს პირდებოდნენ, რომ არცერთი საჯარო მოხელე არ დატოვებდა თანამდებობას. “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ გამოქავეყნა სტატისტიკა, უკვე რამდენ ადამიანს დაატოვებინეს სამსახური. მარტო თავდაცვის სამინისტროდან, თუ არ ვცდები, 1300 ადამიანია გაუშვეს.
_ თუმცა, თქვენი ხელისუფლების დროსაც იყო უამრავი შემთხვევა, როდესაც პიროვნული შეუთავსებლობისა და პოლიტიკური ნიშნის მიხედვით ათავისუფლებდნენ ადამიანებს…
_ ხომ გეუბნებით, ჩვენ შეცდომებს ვუშვებდით, მაგრამ ამ ადამიანებმა ეს გააკეთეს უკვე გაათმაგებულად და ტოტალურად, საუბარია ყველა სამინისტროზე, ყველა რგოლზე, სკოლებზე… ჯერჯერობით, ეს ყველაზე ნაკლები სიმწვავით პარლამენტში იგრძნობა, იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარე და აპარატის უფროსი ცდილობენ რაღაც ზღვარი დაიცვან, იმიტომ რომ იციან ეს.
_ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, “ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ აღარ ვიღებდით მონაწილეობას დეპატებში და ხალხს აღარ ვხვდებოდითო”, როგორც ჩანს, ოპოზიციაში ყოფნას ის ხიბლიც აქვს, რომ შეცდომებზე იწყება ფიქრი, თქვენი გადმოსახედიდან ,რა იყო ის მთავარი შეცდომა, რასაც აღარასდროს გაიმეორებდით?
_ მარტო დებატებში მონაწილეობის არმიღება არა, ძალიან ბევრი იყო… მე პრეზიდენტს ვეთანხმები, როდესაც მან თქვა, რომ უნდა გაანალიზო ახლა ეს ყველაფერი. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შეცდომა ის იყო, რომ პარლამენტში არ იყო წარმოდგენილი სერიოზული ოპოზიცია, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია 2008 წელს არ შემოვიდა პარლამენტში და დავრჩით მარტო. იქ იყვნენ ქრისტიან-დემოკრატები, მაგრამ ამ ძალამ ვერ გაგვიწია სათანადო პაექრობა. ჩვენ ამაზე უნდა ვყოფილიყავით კონცენტრირებულები.
_ როგორ ფიქრობთ, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით თუ გქონდათ შეცდომები?
_ მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ შეცდომა გვქონდა საგარეო პოლიტიკური კურსით. ჩვენი სტრატეგია ნატო-ევროკავშირის მიმართულებით, სწორი იყო და თუ რუსეთთან ურთიერთობა დაიძაბა, ეს ჩვენი მიზეზით არ მომხდარა. შეუძლებელია, დათვს ბაბაია დაუძახო და მერე იმან კაი თვალებით შემოგხედოს.
იგივე რუსული ბაზრის გახსნის საკითხი ავიღოთ, ეს თემა ვერ მოგვარდება. ის პრობლემა, რომელიც მანდარინთან დაკავშირებით იყო გურიაში, ძველი სტერეოტიპი, როდესაც ადამიანი დაჯდებოდა “ტრაილერზე”, გადავიდოდა რუსეთში, გაყიდდა, “ქეშ” ფულს აიღებდა და მერე მოყვებოდა რა ამბები დაატრიალა მაგალითად როსტოვში, დღეს უკვე აღარ გამოდგება, იმიტომ რომ სულ სხვა ეკონომიკური გამოწვევებია. შენი კონკურენტი მაშინ არავინ იყო და დღეს სულ სხვა სიტუაციაა ღვინოზეც, მანდარინზეც და ასე შემდეგ…
როცა ადამიანი გპირდება, რომ მე შენ ისე გაცხოვრებ, ხელის განძრევა არ დაგჭირდებაო და ფაქტობრივად ოცნების მთელი დაპირებები ეს იყო, სხვანაირად იწყებ ფიქრს. ბათუმში, ჩემს მეგობარს უთხრა ერთმა ტაქსის მძღოლმა, _ ნაციონალებმა კარგი ქალაქი გაგვიკეთეს, კარგი ქუჩები და ახლა მოვიდა დრო, უქმად გვაცხოვრონო. ელოდებიან უქმად ცხოვრებას, რომ პენსია გაეზრდოთ 220 ლარამდე, უმუშევროის დახმარება მიიღონ…
_ პენსიის გაზრდა ცუდი იდეა სულაც არ არის…
_ მე მეუბნებით მაგას? ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, ათჯერ გავზარდეთ პენსია, 14 ლარი იყო და 140 გავხადეთ, ბოლოს, ჩვენს ბიუჯეტში კი წერია ის, რაც ოცნებამ გააკეთა, 150 ლარი პლუს ჯანდაცვა.
ჰპირდებოდნენ, რომ ჯანდაცვაზე იქნებოდა საჩხერული მოდელი და რაც მერე წავიკითხე, იქ წერია, რომ ისევ კერძო სადაზღვევო კომპანიები გააგრძელებენ. მე თუ მკითხავთ, 15 ლარიანი დაზღვევა იყო მცირე პენსიონერისთვის და 5 ლარიანი დაზღვევა რა უნდა იყოს?
_ როგორ ფიქრობთ, თვითმმართველობის არჩევნებში გაქვთ იმის შანსი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” წარმოდგენილი იქნება თვითმმართველ ორგანოებში?
_ ვნახოთ, მე მაქვს იმედი, იმიტომ რომ არის რაიონები, რომლებიც ძალიან ჩქარა და სწრაფად დაინახავენ იმ ყველაფერს, რაც ხდება.ეს ყველაფერი ისევ მათ მიიყვანს ძალიან ცუდ შედეგამდე, იმიტომ რომ ამ ხალხს არც გამოცდილება აქვს ქვეყნის და რაიონის მუნიციპალიტეტის მართვის და არც უნარი, მხოლოდ ამბიციებზე არიან აწყობილები. რაიონის მართვა მარტო კაბინეტში დაჯდომა არ არის.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი კოზირი გამოცდილება და წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება იქნება?
_ რა თქმა უნდა და მაგას ზედ დაემატება ის შეცდომებიც, რასაც “ქართული ოცნება” ყოველდღიურად უშვებს.