“ამ გამოძიებით ჩვენ გვედავებიან ფულის დარიგებას, იმას, რომ დაგვისაქმებია 700 ადამიანი, რომელთა ერთადერთი დანაშაული არის ნაციონალური მოძრაობის წევრობა, ეს არის კლასიკური შემთხვევა აღვირახსნილი პოლიტიკური დევნისა. მინდა მივმართო გამოძიებას და ვკითხო, რა ნიშნით დაინიშნენ კოკა გუნცაძე და ლუკა კურტანიძე თანამდებობებზე, რადგან მათი ხელფასი 10-ჯერ აღემატება ამ ადამიანების ხელფასებს? ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ვიქნებოდი ბედნიერი, თუ შევძლებდი იმ უამრავი ადამიანის დასაქმებას, რომლებიც ამ ბოლო დროს პოლიტიკური ნიშნით გამოუშვეს სამსახურებიდან. დიახ, ვარიგებდით ხელფასებს და კიდევ დავურიგებთ, თუ ამის შესაძლებლობა გვექნება. მოვმართავ გამოძიებას, ნუ დაიღლებიან ამ ქალბატონების დაკითხვით ამ დახუთულ ოთახებში, მოვიდნენ და აგერ ვაძლევ პირდაპირ ჩვენებას.”
უგულავას თქმით, 700 ადამიანის დასაქმება მაღალსართულიანი კორპუსებიდან ბუნკერების გატანის პერიოდს უკავშირდება. მერის თქმით, ამ საკითხს სჭირდებოდა კომუნიკაცია და ადამიანები, რომლებიც კარდაკარ დაივლიდნენ და მოსახლეობას ამის აუცილებლობაში დაარწმუნებდნენ.
“პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული თანამშრომლების ნაცვლად უწყებებში “ქართული ოცნების: აქტივისტები დასაქმდნენ, რომლებიც კლავიატურას კომპიუტერის მონიტორისგან ვერ ანსხვავებენ,“ _ განაცხადა ქალაქის მერმა.