”დღეს ჩემთან მოდის არაერთი მოქალაქე , რომელიც ამბობს, რომ არ აიღებს ჩიპიან პირადობის მოწმობას, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის რელიგიურ მრწამსს.წინა ხელისუფლებამ გააუქმა ეწ ქაღალდის პირადობის მოწმობები, ძველ მოწმობებს კი ვადა გაუვიდა და საქართველოს არაერთი მოქალაქე რჩება მოწმობის გარეშე. დედები აცრას ვერ უკეთებენ შვილებს, ახალგაზრდები ვერ აბარებენ უნივერსიტეტებში. ეს ყველაფერი კი წინა ხელისუფლების არასწორი მუშაობის შედეგია, როდესაც მათ განაცხადეს რომ ეს იყო უფრო მეტი ვიდრე პირადობა.არამც და არამც ეს არ არის უფრო მეტი”-განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე. წულუკიანის თქმით , მან წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით , რომელიც ამ მოქალაქეებს დასცინოდა, აღიარა პრობლემა და მისი გადაჭრის გზებზე მუშაობს.უახლოეს მომავალში სამინისტრო საკმაოდ დიდი თანხას გაიღებს საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე, რათა დადგინდეს თუ რას ფიქრობენ ადამიანები ამ ბარათებზე. მინისტრის თქმით ასევე გამოსაკვლევია, ამ ბარათის არსებობა რამდენად არღვევს კანონს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved