ღონისძიებაზე გამოიფინება საინფორმაციო სტენდები ფოტოდოკუმენტური მასალით, რომლებიც ასახავს 1921 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
ასევე წარმოდგენილი იქნება შსს–ს არქივის დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტური ფილმი “1921”, რომელშიც XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველო და გასაბჭოების პერიოდია ასახული. ფილმში ასევე ნაჩვენებია იუნკერების თავდადებული ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.
მინისტრთან ერთად ღონისძიებას შსს-ს არქივის დირექტორი, პოლიციის აკადემიის რექტორი, არქივისა და აკადემიის წარმომადგენლები და იუნკერების შთამომავლები დაესწრებიან.