აქვე ისაუბრეს იმაზე, რომ დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა მოხდეს “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, რომლის გახორციელება უნდა დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის გადაგზავნილი განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ოზურგეთის სასამართლოში, ერთი თვის ვადაში. ძალაში კი ის გამოქვეყნებისთანავე მიიღება.