_ საქართველოს ეროვნული ბანკი არ ფლობს ინფორმაციას გუშინ ტელევიზიით დასახელებულ კომერციულ ბანკებს შორის წილის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით, _ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ინფორმაცია “ლიბერთი ბანკის” რუსული ბანკის მიერ შესყიდვის შესახებ, მას ეროვნული ბანკიდან მიაწოდეს.