სკრინინგ ცენტრი, რომლის პროგრამასაც პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ახორციელებს, მართლაც იმყოფებოდა ლანჩხუთში. “გურია ნიუსმა” სთხოვა მის წარმომადგენლებს კომენტარი გაეკეთებინათ ამ აქციასთან დაკავშირებით, რაზეც სასტიკი უარი მივიღეთ: – ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით.
იქ მისული მოსახლეობის თქმით, სკრინინგ ცენტრის ჩამოსვლის შესახებ ოჯახის ექიმებისგან შეიტყვეს.
პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი მუნიციპალიტეტის განგებელს ზაზა ურუშაძეს ვთხოვეთ:
“მე პრეზიდენტის გამოსვლას არ ვუყურებ, მაგრამ გავიგე ეს ინფორმაცია, რომელიც სრული სიცრუეა, პირიქით ჩვენ ხელი შევუწყვეთ, რომ მოსახლეობას ეს გაეგო, საღამოს 8 სათზე გავიგეთ ამის შესახებ და ყველა სოფლები გავაფრთხილეთ” _ განაცხადა ურუშაძემ.