კობახიძე დამნაშავეთა იერარქიას ასახელებს, რომელიც, მისი აზრით, პასუხისმგებელია 26 მაისის მოვლენებზე. მისი თქმით არასწორია, როდესაც ახალი ხელისუფლება ყოფილ ხელისუფლებას რაღაც შტოებად ყოფს და ერთი ნაწილისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს.
“სადამსჯელო ოპერაციების დამგეგმავები, ამ ოპერაციის განმახორციელებლები, ფიზიკური ძალადობის განმხორციელებლები დაკავების ადგილებში, საქმის მთავარი გამყალბებლები -პროკურორები და მოსამართლეები, რომლებაც ასევე უნდა მოეთხოვოთ პასუხი. პასუხი უნდა აგოს “ნაციონალური მოძრაობის” მთავარმა იდეოლოგებმა და სატელიტურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც ჩვენგან მტრის ხატი შექმნეს და ხელისფლება სადამსჯელო ოპერაციისთვის წაახალისეს. პასუხი უნდა მოეთხოვოთ ელჩებსაც უმოქმედობისთვის. ამერიკის ელჩის ჯონ ბასის განცხადება იყო უკანონო და პირდაპირი მოწოდება ძალადობისაკენ,” _ აცხადებს “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი.
მისივე განცხადებით, მთავარ პროკურატურაში, რომელიც 26 მაისის საქმეს იძიებს, უკვე დაიკითხნენ ნონა გაფრინდაშვილი, შალვა ოგბაიძე, ირაკლი ბათიაშვილი; პარტიის ლიდერის ნინო ბურჯანაძის დაკითხვა კი მეორე დღეა მიმდინარეობს.
გიორგი კობახიძის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ წარმოებაში მიიღო “სახალხო კრებისა” და “დემოკრატიული მოძრაობის” სარჩელი 26 მაისის საქმეზე.