ჭავჭავაძის ქუჩის ბავშვებმა ორიგინალურად მიულოცეს დედებს დედის დღეს. ასფალტზე გული დახატეს, გულში კი დე, მიყვარხარ ჩაწერეს. ულამაზესი სანახაობა ქალაქის რამდენიმე ადგილსაც მოედო.
საქართველოში 3 მარტი, როგორც დედის დღე, ისე აღინიშნება. 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ დედის დღეს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა შეეცვალა, მაგრამ ასე არ მოხდა და მარტის დასასწყისში ორივე დღესასწაული აღინიშნება.