რუსული მხარე უკვე გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს ქართულ მხარეს და ექსპორტის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა 18 მარტს უნდა გაიმართოს.
თებერვლის დასაწყისში მოსკოვში ქართული და რუსული მხარის წარმომადგენელთა შორის გამართულ მოლაპარაკებაზე შეათანხმეს რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის დაბრუნების მექანიზმი. რის შემდეგაც, საქართველო რუსეთის სანიტარული სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებელი 40-მდე კომპანიის ნაწარმი დაიშვება.