თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ალასანია პარლამენტარებთან თავდაცვის უწყებაში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე, სამინისტროში დაგეგმილ ახალი ინიციატივებზე ისაუბრებს. მინისტრის გამოსვლის მთავარი თემა ასევე, იქნება თავდაცვის სამინისტროს ახალი პოლიტიკა, რომელიც სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების მქონე პროფესიული შეიარაღებული ძალების შექმნას გულისხმობს.
ირაკლი ალასანიას გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა იმ რეფორმებს, რომელიც ქართულ არმიასა და თავდაცვის სისტემაში უკვე გატარდა. მაგალითად, როგორიცაა ავღანეთში მომსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სამოქალაქო ოფისისა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაიზრდა; ასევე, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება; საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება; საჯარო შესყიდვების დანერგვა და ტრანსფარენტულობა; სპეციალური კომისის შექმნა, რომელიც უკანონოდ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეების საქმეებს სწავლობს და სხვა პროექტები.
ირაკლი ალასანია კანონმდებლებს თავდაცვის უწყებაში დაგეგმილ რეფორმებსაც გააცნობს. თავდაცვის უწყება სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამხედრო მოსამსახურეების განათლების დონის ამაღლებასა და 2016 წლისთვის მთლიანად საკონტარქტო სამხედრო სამსახურზე გადასვლას გეგმავს.
მოხსენებაში განსაკუთრებულ აქცენტს მინისტრი რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების პროცესებზე გააკეთებს; ასევე, საუბარი იქნება სამხედრო მოსამსახურეებისთვის რეაბილიტაციისა და პროტეზირების ცენტრის განვითარებაზე. ამასთან ერთად, თავდაცვის სამინისტროში სწორი კარიერული ზრდის სისტემას ჩაეყარა საფუძველი.
განხილული იქნება ისეთი პროექტები, როგორიც არის უკვე შექმნილი უწყებათაშორისი კომისია, რომელიც განიხილავს, თუ როგორ სტრუქტურულ ქვედანაყოფად უნდა ჩამოყალიბდეს ვეტერანთა დეპარტამენტი.
მინისტრი ისაუბრებს კიდევ ერთ ინიციატივაზე, როგორიცაა წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება და სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე განხორციელებული ყველა ქმედების შესწავლა.
მთავარი თემა იქნება პარლამენტის და სამოქალაქო სექტორის თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაში მეტი ჩართულობის ახალი კონცეფცია. ამასთან ერთად, მინისტრი პარლამენტის წინაშე სხვა ინიციატივებითაც გამოვა.
ირაკლი ალასანია თავდაცვისა და უშოშროების კომიტეტის წინაშე 11 საათზე წარსდგება.