საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაჟებს შორის ტურნირის ჩემპიონის ტიტული 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე თამაზ კირაკოზაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა.
ვერცხლის მედალს დაეუფლა კობა მჭედლიშვილი (66 კგ), რობიზონ ბეგლარიშვილი (50 კგ), ბექა ნათათრალიშვილი (55 კგ) და სიმონ მამარდაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა 1 მედალი გოგონათა ტურნირშიც მოიპოვეს – 52 კილოგრამში მოჭიდავე მარიამ ჯანაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა. ჯანაშვილი ორიოდ კვირის წინ ანთალიის “ევროპის თასზე” ჩემპიონი გახდა.