შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქრო და ძვირფასი ქვები სომხეთიდან, საქართველოში, მერსედესის მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეჭვის საფუძველზე აღნიშნული მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრის, კერძოდ, რუსეთის მოქალაქის ა.კ-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერება მოახდინეს. დათვალიერების შედეგად ბარგში არადეკლარირებული საქონელი, სავარაუდოდ ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები, საერთო წონით -108.66 გრამი გამოვლინდა. ფაქტის გამო, მიკროავტობუსის დეტალური დათვალიერება განხორციელდა, რის შედეგადაც მძღოლს, კერძოდ სომხეთის მოქალაქე კ. კ-ს ავტომობილის საჭის გვერდით მდებარე სათავსოში არადეკლარირებული საქონელი, სავარაუდოდ ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები საერთო წონით – 86.61 გრამი აღმოაჩნდა.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 108,66 გრ. ოქროს ნაკეთობების ღირებულებამ 6995 ლარი, ხოლო 86,61 გრ. ოქროს ნაკეთობების ღირებულებამ 5713 ლარი შეადგინა. ორივე საქმის მასალები შემდგომი რეგირების მიზნით, საგამოძიებო სამსახურს გაეგზავნება.