როგორც აქციის ორგანიზატორები აანონსებენ, ამ აქციაზე საფუძველი ჩაეყრება წინააღმდეგობრივ მოძრაობას _ “არა კრემლის პოლიტიკას”.
კოალიციაში 11 არასამთავრობო და საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები არიან გაერთიანებული. აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ განცხადებას, სადაც განმარტავენ რატომ და ვის მიმართ არის მიმართული 11 აპრილის მშვიდობიანი აქცია.
“საზოგადოებრივი ინიციატივის” საორგანიზაციო ჯგუფი: „10 აპრილს პრემიერმა განაცხადა, რომ “ქართულმა საჯარისო დანაყოფებმა საბრძოლო მოქმედება მანამ დაიწყო, სანამ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდოდა”, ეს არის კრემლის პოლიტიკის გაგრძელება და მიმართულია მისთვის ოკუპანტის სტატუსის მოხსნისაკენ. ეს კი საბოლოო ჯამში საქართველოს სახელმწიფორებრიობის ნგრევას გამოიწვევს. ჩვენთვის ასევე მიუღებელია ბატონი პრემიერის ის განცხადებაც, რომ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს სამხედრო აღლუმი არ უნდა გაიმართოს, რადგან “ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომ სამხედრო ძალა ვაჩვენოთ”. ყოველივე ეს კრემლისადმი მაამებელი დაწყებული პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. რაც დაიწყო ოკუპაციის კანონში ცვლილებების შეტანის მცდელობითა და აგვისტოს მოვლენების ხელახლა გამოძიების დაწყების ინიცირებით. როგორც ვხედავთ, ახალი მთავრობა პრაქტიკულად კრემლის დაკვეთებს ასრულებს. ყველფაერი ეს კი შეურაცხყოფას აყენებს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა სხოვნას, რაც არა თუ მიუღებელია, არამედ აღმაშფოთებელია.”
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს ის კოალიციაა, რომელიც მოუწოდებდა ყველას, მოსკოვიდან დაბრუნებული „ერისიონი” სირცხვილის კოლიდორში გაეტარებინათ, ამ კოალიციის ინიციატივით 22–25 თებერვალს საქართველოს დეოკუპაციისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში გაიმართა აქცია _ “დამეხსენი, ჩრდილოელო!”