აღდგენით სამუშაოებს, ადგილზე, კოორდინაციას უწევენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს ხანძრის მიმდებარე ტერიტორიისა და გვირაბის კედლების გაწმენდა-ჩამორეცხვა; დაზიანებული კომუნიკაციების დემონტაჟი და ტერიტორიიდან გატანა. ასევე, ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოების სრული მოცულობის დასადგენად, დაიწყო ელექტროკომუნიკაციებისა და სავენტილაციო სისტემის ტესტირების პროცესი.
გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, უახლოეს დღეებში, გორის საუღელტეხილო გვირაბის მარჯვენა პორტალში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამ ეტაპზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება დასავლეთის მიმართულებით მარცხენა გვირაბის გავლით, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებით – გვირაბის ასაქცევი გზით.