ამ დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ერთსა და იმავე დროს იმართება ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ყველა სკოლა ერთდროულად იღებს მონაწილეობას.
ინტელექტუალური თამაში ჩატარდა აბაშის მუნიციპალიტეტშიც. მონაწილეობა მიიღო 18 სკოლამ. გამარჯვებული გახდა პირველი საჯარო სკოლა (დირექტორი დოდო დოლიძე). გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ფინალში, რომელიც გაიმართება 11 მაისს, “შერატონ მეტეხ პალასში”.