გიორგი მარგველაშვილის 2013 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას, მინისტრთა კაბინეტი დადებითად აფასებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია “გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ მარგველაშვილს გააჩნია ყველა ის თვისება, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს.
“გიორგის 10 წელზე მეტია ვიცნობ. როცა ლექტორად მუშაობა დავიწყე, ის “ჯიპას” ხელმძღვანელი იყო, შემდეგ სხვადასხვა პროექტებში ვთანამშრომლობდით. ბოლო 6 თვეა ერთ მთავრობაში ვართ, კოლეგაა. ის საკმაოდ დადებითი პიროვნებაა. გიორგი მარგველაშვილს ყველა ის თვისება გააჩნია რაც უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს. მიხარია, რომ ასეთი კანდიდატურა წარადგინეს.
_ რეგიონებში ბატონო გიორგის ცნობადობა მაღალი არ არის. როგორ შეძლებს ამ ბარიერის გადალახვას?
_ წინასაარჩევნო კამპანია სწორედ იმისთვის არსებობს, რომ გაეცნოს მოსახლეობას, წარუდგინოს თავისი პროგრამა. მოქალაქეები მასთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად უნდა დარწმუნდნენ, თუ რა შესაძლებლობები აქვს მას და რას სთავაზობს საზოგადოებას. ვფიქრობ, გიორგი ამას კარგად გაართმევს თავს.