_ ზემოაღნიშნულს გარკვეული რეზონანსი მოყვა საზოგადოებაში, მათ შორის გაჩნდა პრეტენზიები უმრავლესობის წევრებშიც, ისინი თვლიან, რომ არჩევნები უნდა დანიშნულიყო უქმე დღეს და ამას თავისი ლოგიკური ახსნაც აქვს, რასაც ვიზიარებ. ვთვლი, რომ შესაძლებელია პრეზიდენტმა 31 ოქტომბერი, ხუთშაბათი დღე გამოაცხადოს უქმე დღედ, მაგრამ ეს სულაც არ არის იმის გარანტი რომ საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობით. ყველაზე მეტად მტკივნეულად მიგვაჩნია იმ ქართველთა ბედი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით გადახვეწილნი არიან საზღვარგარეთ და ემიგრანტის სტატუსით დაახლოებით 2 მილიონამდე საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდება კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა, რასაც არჩევნებში მონაწილეობა ქვია. ვთვლით, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია ითვალისწინებდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის კანონიერ ინტერესს.
მივმართავთ პრეზიდენტს, რომ დაუყონებლივ მოახდინოს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ აქტში ცვლილების განხორციელება და არჩევნების დღედ განისაზღვროს სხვა ნებისმიერი უქმე დღე. _ აცხადებს “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი.