მისი განცხადებით, შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა და პოლიტიკური ოპონენტები მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ. საპარლამენტო უმცირესობა, სავარაუდოდ, პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტს და სესიებში მიიღებს მონაწილეობას. უსუფაშვილის თქმით, ბოიკოტი პოლიტიკურად აპრობირებული მეთოდია, თუმცა, პარლამენტარს ევალება, აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში და აკეთოს ის, რასაც მისი მოვალეობები ითვალისწინებს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეთანხმება მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდზეც.
“ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ცივილურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს, მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობთ ერთმანეთზე და რას ფიქრობს ხალხი ჩვენზე,” _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
მისივე განცხადებით, წინა საარჩევნო პერიოდში ქვეყანაში ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, რომელიც პოლიტიკურ ძალებს ნორმალურად მუშაობის საშუალებას მისცემს.