მისი განცხადებით, ეს ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქუთაისის მერი, გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისში, ფინანსთა სამინისტროში იმყოფებოდა და იქ ქუთაისის მერიაში საბუთების წარმოებისა და აღრიცხვის ელეტრონულ ვერისაზე გადასვლას განიხილავდა.
ვახტანგ წოწონავას განცხადებით, ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი გადადგომას არ გეგმავს. ის დღეს მოადგილეებს, ვიცე-მერებს შეხვდა და მათ ჩვეულებრივად დავალებები მისცა, რომელიც ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
“გავრცელებული ინფორმაცია დიმიტრი კოპალიანის გადადგომის შეასახებ აბსურდია და არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება,” _ განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ვახტანგ წოწონავამ “გურია ნიუსთან” საუბრისას.