https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ის, რაც თემურ ჭკუასელს დაავიწყდა, მაგრამ ხალხს კარგად ახსოვს

11:08; 21.08.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსი” ამ პროცესებს რამდენიმე საათის განმავლობაში, ბახმაროს შესასვლელთან აკვირდებოდა.მრავლად მობილიზებული სამართალდამცავები თავისუფლად, შემოწმების გარეშე ატარებდნენ მიკროავტობუსებს, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის მაისურიანი ადამიანები ისხდნენ. სამაგიეროდ, კორდონი ვერ გადალახეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა პოლიციელების მიერ გაკეთებული ჯაჭვის გარღვევა რამდენჯერმე უშედეგოდ _ “გაუმარჯოს საქართველოს!”, ძახილით სცადეს. ბახმაროში შეშვებას პოლიციის მიერ “დაწუნებული” ის ადამიანებიც ითხოვდნენ, რომელთა “ბრალი” ოპოზიციონერებისთვის მისალმებაში და “ოცნების” აქტივისტების მიერ მიწოდებული გაზეთების აღებაში გამოიხატებოდა. სამართალდამცავებს ახსნა-განმარტებები არ გაუკეთებიათ _ არც ერთი მათგანი არ პასუხობდა შეკითხვას, თუ რატომ არ უშვებდნენ მოქალაქეებს ბახმაროში.

მაია გიორგაძე, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი: _ რატომ არ მიშვებთ? პასუხი გამეცით რატომ არღვევთ ადამიანების უფლებებს, რატომ არ გვიშვებ, მოქალაქე ვარ და ბახმაროში მივდივარ (იხილეთ ვიდეო https://gurianews.com/1.html?task=videodirectlink&id=232).

გოჩა ჯიქია, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი: _ რატომ არ გვიშვებთ, ხალხო, ამიხსენით მაინც ვინმემ, დაგველაპარაკეთ მაინც. ის მაინც გვითხარით, რატომ არ გვიშვებთ და დავბრუნდებით უკან. ეს ხელისუფლება არ იქნება, თქვენ მაინც ასე იდგებით და შეგრცხვებათ, _ მიმართავდა ჯიქია სპეცრაზმელებს.

ბახმაროში შარშან არც თემურ ჭკუასელი შეუშვეს. მაშინდელი დეპუტატობის კანდიდატი იმდროინდელ ხელისუფლებას კარგა ხნის განმავლობაში სთხოვდა, კითხვაზე _ რატომ არ შეუშვეს ბახმაროში “ქართული ოცნების” წევრები, პასუხი გაეცათ. კითხვა უპასუხოდ დარჩა და როგორც ჩანს, თანამდებობებზე მოხვედრის შემდეგ ეს “მეოცნებეებსაც” დაავიწყდათ. ყოველ შემთხვევაში წელს, 19 აგვისტოს, ბახმაროში, ტრადიციულ დღესასწაულზე, სახელდახელოდ მოწყობილ ტრიბუნაზე, რომელიც შარშანდლის ანალოგიური იყო, დღევანდელი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად ისხდნენ და სიამოვნებით ადევნებდნენ თვალს მიმდინარე კონცერტს.

უფრო მეტიც, დოღის დაწყებიდან დასრულებამდე საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძე და გოჩა ჯიქია, რომელიც დღეს სპორტსკოლის დირექტორია, გვერდიგვერდ იდგნენ და ისე მეგობრულად საუბრობდნენ, შარშანდელი მოვლენების თვითმხილველი რომ არ ვყოფილიყავით, ნამდვილად რთული დასაჯერებელი იქნებოდა, რომ ჯიქია ის ადამიანი იყო, რომელიც სწორედ ხუნდაძის პირველი პირობის დროს არ შეუშვეს ბახმაროში.

როგორც გამოჩნდა, “კოჰაბიტაცია გურულად” უმაღლეს ფაზაში შევიდა, თუმცა, ჯიქია ჩვენთან საუბრისას ამას კატეგორიულად უარყოფს;

_ბატონო გოჩა, გასულ წელს, ამ ტრიბუნასთან კი არა, ბახმაროში არ შეგიშვეს. წელს გიყურებთ და შესანიშნავად კოჰაბიტირებთ იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ არ გიშვებდნენ.

_ კერძოდ?

_ თუნდაც, ანტონ ხუნდაძესთან…

_ (გაეცინა)

_ ეს სასაცილოა? კოჰაბიტაცია კარგია?

_ ძალიან ცუდი.

_ არ გეტყობოდათ…

_ უბრალოდ, მოგვიხდა ერთად დგომა და ეს არ ნიშნავს, რომ კოჰაბიტაციაა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ასე ადვილად შევეგუო. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ძალიან ცუდია კოჰაბიტაცია, _ გვითხრა ჯიქიამ.

როგორც აღმოჩნდა, გასული წლის ამბავი უკვე პარლამენტარ ჭკუასელსაც დავიწყებია. უფრო მეტიც, დეპუტატს არც ის ახსოვდა, “გურია ნიუსს” ინტერნეტტელევიზიაც რომ აქვს და სწორედ ამ ტელევიზიის საშუალებით იხილა მთელმა საქართველომ კადრები, თუ როგორ არ შეუშვეს ისინი ბახმაროში.

_ ვისთვის უნდა ჩამწეროთ?(?!) _ დაინტერესდა ჭკუასელი, რომელიც, როგორც ჩანს, “დიდი ტელევიზიებისთვის” ამჯობინებს ინტერვიუს მიცემას.

_ “გურია ნიუსისთვის”.

_ ტელევიზია გახდა “გურია ნიუსი”? _ ისე გაუკვირდა ჭკუასელს, ჩვენც კი შეგვეპარა ეჭვი, შარშან ის ითხოვდა ჩვენს მიერ გადაღებულ კადრებში ბახმაროში შეშვებას თუ სხვა ვინმე.

_ არჩევნებზე გახსოვდათ, რომ გვქონდა და დღეს აღარ გახსოვთ?

_ ყველაფერი მახსოვს ჩემო კარგო (?!)

_ სხვათაშორის, სწორედ ამ ტელევიზიამ გაავრცელა კადრები შარშან, როცა აქ არ შემოგიშვეს და საინტერესოა, დღეს რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? დღეს, ამ ტრიბუნაზე ჩვენ ის ადამიანები დავინახეთ, რომლებიც აქ არ გიშვებდნენ _ ისინი ისეთივე კმაყოფილი სახეებით უკრავდნენ ტაშს, როგორც შარშან. ეს ყველაფერი მოგწონთ?

_ ძალიან კარგია, რომ გამახსენეთ. პირველ რიგში, ფერისცვალებას გილოცავთ თქვენ, “გურია ნიუსის” თაყვანისმცემლებს და ყველას ვეფერები. სიმბოლური დღეა, იმიტომ, რომ მართლაც დაიწყო ფერისცვალება ქვეყანაში. თუნდაც იმიტომ, რომ დღეს აქ, როგორც იქნა, შემოვაღწიე. შარშან ამ დროს არ მიშვებდნენ. თქვენ კარგად გამახსენეთ .ბუნებრივია, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თქვენ ახსენეთ, შურისძიების მომხრე არასდროს ვყოფილვარ…

_ ისინი თქვენს გვერდით ისხდნენ ბატონო თემურ… შურისძიებაზე არავინ საუბრობს…

_ ააა. ხო… ჩემ გვერდით. ჩემ გვერდით, მარჯვენა მხრიდან გამგებელი, მარცხნიდან კი მეუფე იჯდა. მაგრამ გეტყვით მაგაზეც, არ არის პრობლემა. არც მაშინ გაუკეთებიათ შეფასება და არც ახლა აკეთებდნენ ამ ამბავისა. სახარებაში კი წერია, სავლე პავლედ გადაიქცაო, თუმცა, ამჯერად, ამ პერიოდში მასეთი ადამიანების პოვნა ძალიან ძნელია. სავლეები სავლეებად რჩებიან. მათ თავად უნდა ჰქონდეთ იმის უნარი და გამბედაობა, რომ როცა სიტუაცია შეიცვალა ქვეყანაში, ფერისცვალება დაიწყო და გადადგნენ თანამდებობიდან. ახლა, ამის მერე იტყვიან, ჭკუასელი ზეწოლას ახდენსო. არავითარ ზეწოლას არ ვახდენ, ბუნებრივია, მაგრამ ისე, რა თქმა უნდა, ვურჩევ, რომ გადადგნენ, _ აღნიშნა ჭკუასელმა.

ჭკუასელის და ჯიქიას მსგავსად, 19 აგვისტოს, სახელისუფლებო ტრიბუნაზე კოჰაბიტაციურ რეჟიმში “ქართული ოცნების” სხვა წევრებიც ისხდნენ. როგორც ჩანს, დეპუტატის მსგავსად მათაც დაავიწყდათ, რა ხდებოდა შარშან ამ დროს.

მართალია, მათ დაავიწყდათ, მაგრამ არ დავიწყებია რიგით ადამიანებს და არ დაგვავიწყდება ჩვენ. არ დაგვავიწყდება როგორც მოგვდევდა სპეცრაზმი, როგორ გადავიარეთ ნისლიანი მთები იმისთვის, რომ ბახმაროს შესასვლელში გადაღებული კადრები გადაგვერჩინა და საზოგადოებას ის რეალობა ენახა, რომელიც გასული წლის 19 აგვისტოს ბახმაროში იდგა. ჩვენ არც ის დაგვავიწყდება, რომ ის პოლიციელები, რომლებიც დღეს მაღალ თანამდებობებზე არიან, გასულ წელს “ნაციონალების” სიმბოლიკიან მაისურებს არიგებდნენ. გვახსოვს და კადრებსაც ვინახავთ.

შარშან გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ერთი ასეთი დეტალია: სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს დღევანდელ მაღალჩინოსანს, გურამ ასათიანს, გუბერნატორის მოადგილე ლელა თავართქილაძე სცენიდან ეძახის, რომ მოქალაქეს, რომელსაც ნაციონალების სიბოლიკიანი მაისური მიაქვს, გაჰყვეს და პირადად დარწმუნდეს, ჩაიცმევს თუ არა (იხ. ვიდეო ჩhttps://gurianews.com/1.html?task=videodirectlink&id=229).

ასათიანი, სხვა კოლეგების მსგავსად წელსაც ბახმაროში იყო და ამჯერად “მეოცნებეებს” უკრავდა ტაშს!

ერთი სიტყვით, გურიაში კოჰაბიტაციამ პიკს მიაღწია _ შარშან ხუთიანებიანი ქუდებით, წელს კი “საოცნებო” შეძახილებით _ “წინ, გამარჯვებისაკენ!”

დღეს ყველა “ქართული ოცნების” მეხოტბეა _ ძველი კომუნისტები და ძველი “მოქალაქეთა კავშირელები”; შარშანდელი “ნაციონალები”; “ნაციონალების” შიშით ჩირგვებში მსხდომები; ნიკოლაიშვილის და “ნაციონალების” ბრძანებით ახლობლების გამწირავები, თუმცა, მერე ისევ “ნაცინალებისგან” გაწირულები და კიდევ ღმერთმა იცის, მერამდენე ხელისუფლების ნავში გადამხტარები!

ბოლოს, როგორც წესი, ბახმაროში სუფრა გაიმართა, რომლის თამადა თემურ ჭკუასელი ყოფილა. ჩვენთვის ცნობილი არაა, რა სადღეგრძელოები ბრძანა ბატონმა თემურმა, თუმცა, ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე თუ ვივარაუდებთ, იგი აუცილებლად ადღეგრძელებდა სუფრაზე მსხდომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ის და მისი თანამოაზრეები ბახმაროში არ შეუშვეს, რომლებიც “ოცნების” წევრებს და მათ მხარდამჭერებს ციხით ემუქრებოდნენ!

თუ კოჰაბიტაციაა, ბოლომდე კოჰაბიტაცია იყოს!!!

გოჩა ჯიქია და მაიკო გიორგაძე ბახმაროს შესასვლელთან 2012 წლის 19 აგვისტოს

მაია გიორგაძე, გოჩა ჯიქია და ანტონ ხუნდაძე ბახმაროში 2013 წლის 19 აგვისტოს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური, თეონა ჩიგოგიძე “ნაციონალების” სამსახურში

თეონა ჩიგოგიძე, ამჯერად, “ოცნების” სამსახურში

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" ოთხი თვის ხარჯები არ მიუღია

"საქართველოს არწივის" პრეზიდენტი აფხაზეთის მთავრობის საბჭოს დაფიქრებისკენ მოუწოდებს

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო