_ სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში, სახანძრო სამსახურისთვის განკუთვნილი “სასუნთქი აპარატების” შეძენის ხარჯიდან, 4 900 ლარი გადავა სახანძრო სახელურების შესაძენ ხარჯში.
_ “სასუნთქი აპარატები” გათვლილი იყო 12 კაცზე. რადგან ბრიგადაზე გათვლით ნაკლებია საჭირო, ამ ცვლილებით სახანძრო სამსახური შეძლებს სახანძრო სახელურების შეძენას. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ტენდერის შემდეგ წარმოშობილი ეკონომიით, _ თქვა მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსმა ამირან გირკელიძემ. მისი განმარტებით, ამ ცვლილებით ხარჯი უფრო ეკონომიური და მიზანმიმართულია.