https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გურიაში საარჩევნო ტემპერატურა მატულობს

6:09; 3.09.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიაში, კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობისთვის, ლამის, ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ოზურგეთში _ დავით დარჩიას, ხოლო ჩოხატაურში ირაკლი კუჭავას მისამართით კოალიციის წევრებმა საყვედურები და პრეტენზიები ღიად გამოთქვეს, თუმცა, საბოლოო შედეგი მაინც ისეთია, როგორსაც ვარაუდობდნენ და რის შესახებაც “გურია ნიუსი” ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წერდა _ მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს ოზურგეთში დავით დარჩია ხელმძღვანელობს, ჩოხატაურში კი ირაკლი კუჭავა.

ამ გადაწყვეტილების პარალელურად, კოალიციას და, კონკრეტულად, პოლიტიკურ პარტია “ქართულ ოცნებას” წევრები ტოვებენ. გასულ ორშაბათს, პარტია ერთ-ერთმა წევრმა, იოსებ (ერეკლე) ბერიშვილმა ოფიციალურად დატოვა:

“ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, ვიმედოვნებდი, რომ იმ მებრძოლ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი ოჯახები პრობლემების წინაშე დააყენეს, დაუფასდებოდათ თავდადება, ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლებოდა და ღირსეული ცხოვრება დაგვიდგებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა _ პირიქით, უღირსმა ადამიანებმა იხეირეს. ვარ შეურაცხყოფილი, რასაც ემატება ხშირი განცხადებები ბატონ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ მიდის. ვერ ვხედავ არსებული მძიმე სიტუაციიდან გამოსავალს. მიმაჩნია, რომ თავმოყვარე ადამიანი აღარ გააგრძელებს “ოცნების” გზით სიარულს. ამიტომ, გადავწყვიტე, დავტოვო “ქართული ოცნება”, _ აღნიშნულია ბერიშვილის განცხადებაში (სტილი დაცულია. ავტ), რომელიც მან “ქართული ოცნების” ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ირაკლი კუჭავას ოფიციალურად ჩააბარა.

“ქართული ოცნების” დატოვების შემდეგ, ბერიშვილი “დემოკრატიულ მოძრაობას” შეუერთდა და ის უკვე ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის წევრია.

როგორც გავიგეთ, ბერიშვილის გარდა პარტიის დატოვებას კიდევ რამდენიმე ადამიანი გეგმავს. თუმცა, ოფიციალური განცხადების დაწერამდე ვინაობის გახმაურებას ერიდებიან.

კოალიციის წევრები, პირად საუბ­რებში აღნიშნავენ, რომ ამ გადა­წყვეტილების მიზეზი ის საკადრო ცვლილებებია, რომლებიც კოალიციაში შემავალმა პარტიებმა მიიღეს, უფრო დაზუსტებით კი “მრეწველების” და “ეროვნული ფორუმის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებად, “ნაციონალური მოძრაობის” აწ უკვე ყოფილი წევრების დანიშვნა.

“კონსერვატიული პარტიის” ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მაია გიორგაძე ამბობს, რომ იმ ადამიანებთან, რომლებიც ერთი წლის წინ დასაჭერად დასდევდნენ, ვერ იმუშავებს:

_ ჩემი პარტიის არც ერთი წევრი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიზეზი ის არის, რომ შტაბი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებითაა დაკომპლექტებული. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით _ ჩემს სოფელში, ახალშენში, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კომისიის წევრად “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი ჩასვა. ამ ადამიანს, რომელიც არჩევნებზე აწ უკვე ყოფილ მმართველ პარტიას წარმოადგენდა, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შედეგად, ხმის დათვლა მოუწია, ხმის დათვლის პროცესის დაწყებამდე კი უბიდან კალამი ამოუღეს, რაც ვიდეოფირზეცაა დაფიქსირებული. რისთვის სჭირდებოდა კალამი ხმის დათვლის დროს, ეს, ალბათ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებად “ნაციონალების” კადრების დანიშვნის შესახებ. ვან-ზომლეთში, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები თემურ ხუხუნაიშვილის გამო წააგო. ფეხდაფეხ დაგვდევდა და შეხვედრებს არ გვატარებინებდა. აი, ეს არის მიზეზი, რის გამოც შტაბის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებ. მე კოალიციის კანდიდატის წინააღმდეგი არ ვარ. ხალხი, თურმე, იატაკქვეშ მუშაობდა და მე ზედაპირზე ვიმუშავებ, ოღონდ შტაბის გარეშე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგაძემ.

თემურ ხუხუნაიშვილი, რომელიც “მრეწველების”, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა და რომლის გამოც კოალიციის წევრების ნაწილი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებენ, სოფელ ვან-ზომლეთის მაჟორიტარი დეპუტატია “ნაციონალური მოძრაობიდან”. რამდენიმე წლის განმავლობაში, იგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “მაჟორიტარების” თავმჯდომარე იყო. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ახალი ფრაქცია ჩამოაყალიბა სახელწოდებით _ “მრეწველები”, რომლის წევრები ყოფილი “ნაციონალები” _ მარინა თავაძე და ემზარ დოლიძე არიან.

ხუხუნაიშვილი ერთ დროს “ახალი მემარჯვენეების” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი იყო, შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობაში” გადაინაცვლა. 2010 წლის წლის 9 აპრილის აქციების დროს, დედაქალაქში მიტინგებზეც დადიოდა და ჩვენთან საუბრისას “ნაციონალური რეჟიმის” შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობდა, თუმცა, აქციების დასრულების შემდეგ “ჩვენება” შეცვალა და ისევ პოზიციებგამყარებულ “ნაციონალურ მოძრაობას” დაუდგა გვერდით.

გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ყოფილი ხელისუფლების დასახმარებლად აქტიურად მუშაობდა _ ოზურგეთში, “ქართული ოცნების” აქციისკენ მიმავალ კოლონებს, თემურ ხუხუნაიშვილი სოფლის შესასვლელთან აკვირდებოდა და იმ ადამიანებს აფიქსირებდა, რომლებიც პროტესტის გამოსახატავად მიდიოდნენ.

ხუხუნაიშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ხელს “გურია ნიუსსაც” უშლიდა _ 2012 წლის 26 სექტემბერს, ჩოხატაურში, საავადმყოფოს დარბაზში, ჩოხატაურის იმდროინდელი გამგებელი, ლელა იმედაშვილი საჯარო მოხელეებთან შეხვედრას ატარებდა. საავადმყოფოს ტერიტორიაზე, პროფესიული საქმიანობის შესრულება სწორედ თემურ ხუხუნაიშვილმა და გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა, ტარიელ ჩხიკვაძემ არ დაგვანებეს. მათი თქმით, ჩვენ პროვოკატორები ვიყავით და მუშაობაში ხელს ვუშლიდით.

ხუხუნაიშვილის მიმართ შეკითხვები თანასოფლელებსაც ბევრი აქვთ. უფრო მეტიც, ვან-ზომლეთელების ნაწილი ამტკიცებს, რომ სწორედ ხუხუნაიშვილი იყო ის პიროვნება, რომელიც არჩევნების წინ, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმე­ბის სანაცვლოდ სოფელში ფულს არიგებდა.

_ ამდენი წელია, თემურ ხუხუნაიშვილი სოფელში “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს, ყველაფერს ის აკონტროლებს. გასულ წელს, გზების დაგებაზე ფული იშოვა და სოფელში, თითქმის, ყველა ოჯახს, წინასაარჩევნოდ დაურიგა 200-200 ლარი, _ ამბობდა ცოტა ხნის წინ “გურია ნიუსთან” საუბრისას ვან-ზომლეთელი ამირან ქურიძე, რომელსაც რედაქციაში მოსული რამდენიმე ადამიანიც ეთანხმებოდა.

თავად თემურ ხუხუნაიშვილი ამბობს, რომ მას დიდი ავტორიტეტი აქვს და ამ ავტორიტეტს, ამჯერად “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გამოიყენებს.

_ ბატონო თემურ, რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს კოალიციაში?

_ კომფორტულად, რა _ პარტიამ დამავალა და ვაკეთებ საქმეს.

_ ამ შემთხვევაში “მრეწველებს” გულისხმობთ?

_ დიახ.

_ საკმაოდ მრავალფეროვანი პოლიტიკური წარსული გაქვთ _ “ახალი მემარჯვენეები”, შემდეგ…

_ (გვაწყვეტინებს) “ახალი მემარჯვენეები” და “მრეწველები” მაშინ ერთად იყვნენ. მერე სხვა პარტიასთან არ ვყოფილვარ.

_ “ნაციონალური მოძრაობა”?

_ რა “ნაციონალური მოძრაობა”?!

_ არ იყავით “ნაციონალურ მოძრაობაში”?

_ მხარდამჭერი ვიყავი.

_ და საკმაოდ აქტიურიც, არა?

_ რას ეძახით თქვენ აქტიურობას?

_ მაგალითად, იმას, რომ თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც “ქართული ოცნების” აქციაზე მიმავალ კოლონებს სოფლის შესასვლელიდან აკვირდებოდა, იქ მყოფ ადამიანებს აფიქსირებდა და იღებდა…

_ სოფლის შესასვლელთან არ მაქვს გაჩერების უფლება, თუ რა, ვერ გავიგე?! დაბრკოლება შეექმნა ვინმეს ჩემი იქ ყოფნით, თუ რა მოხდა?! “ნაციონალური მოძრაობის” დროს თბილისში, აქციებზე რომ ვიყავი, იმას რატომ არ იხსენებთ?

_ ეგეც გვახსოვს და ისიც, აქციიდან ჩამოსულმა განცხადებების ტექსტი რომ შეცვალეთ…

_ იმას რატომ არ იხსენებთ, რომ “ნაციონალებმა” მილიონი პრობლემა შემიქმნეს?!

_ რომელ პრობლემებზე საუბრობთ? კარგად გვახსოვს, რომ აქციაზე “ნაციონალების” ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად მიდიოდით, ეს არ გამოვიდა და ჩოხატაურში დაბრუნებულმა ყველა განცხადება უარყავით. უფრო მეტიც, “ნაციონალების” საწინააღმდეგო მწარე გამონათქვამები, თურმე, თქვენ არ გეკუთვნოდათ და ჩვენ გავაზვიადეთ. ეს თქვენი სიტყვებია, რომლებიც “გურია ნიუსში” თქვენივე თხოვნით დაიბეჭდა. გარდა ამისა, თქვენ გასული წლის 29 სექტემბერს საავადმყოფოს დარბაზში ჩვენი, “ინფო 9”-ის და “მეცხრე არხის” ჟურნალისტებს გადაღებაში ხელს გვიშლიდით იმ მოტივით, რომ პროვოკატორები ვიყავით და “ნაციონალური მოძრაობის” თათბირს ხელს ვუშლიდით…

_ ტყუილია ეგ. არ არის მართალი, ამატებთ რაღაცებს, ხალხი შეცდომაში შეგყავთ, ტყუილებს წერთ, არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ.

_ თუნდაც, ერთი არასწორი ინფორმაცია გაგვახსენეთ.

_ ბევრი.

_ მხოლოდ ერთი დაგვისახელეთ და თუ ჩვენ შევცდით, ბოდიშს მოგიხდით.

_ კარგით, რა…

_ ისევ საავადმყოფოს ეზოში განვითარებულ მოვლენებს დავუბრუნდეთ, რომელიც დღეს, თურმე აღარ, გახსოვთ, გეტყვით, რომ ამ ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა არსებობს და მის სანახავად, შეგიძლიათ, “გურია ნიუსის” ვებგვერდს _ www.gurianews.com-ს ეწვიოთ.

_ მეც მაქვს სურათები, რომლებიც აქციაზე მაქვს გადაღებული და ის დაბეჭდეთ(?!). ეს “ნაციონალების” დროს იყო…

_ ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ თქვენი შემდგომი განცხადებებიც გვახსოვს. თქვენ ხომ ის ადამიანი ხართ, რომელიც ოქტომბრის არჩევნების წინ, “ნაციონალური მოძრაობის” გასამარჯვებლად ყველაფერს აკეთებდა, რომელსაც თანასოფლელები ფულის დარიგებაში და უფრო მეტიც, კორუფციაშიც კი ადანაშაულებენ?

_ მე არ მინდა იმ თანასოფლელებთან საუბარი, რომლებსაც ავტორიტეტი არ გააჩნიათ. არიან ავტორიტეტები სოფელში, ერთ და ორ კაცზე არ მაქვს საუბარი. სადაც დგას სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა, იქ ვდგავარ მეც.

_ თქვენ გაქვთ ავტორიტეტი?

_ ძალიან დიდი.

_ და ეს ავტორიტეტი დაგეხმარებათ იმაში, რომ ამჯერად “ქართული ოცნების” სასარგებლოდ იმუშაოთ?

_ რა თქმა უნდა.

“ქართული ოცნების” მსგავსად, შეკითხვები “დემოკრატიული მოძრაობის” მისამართითაც არსებობს. ბურჯანაძის საარჩევნო შტაბს ჩოხატაურში მამია ბარამიძე ხელმძღვანელობს. ბარამიძის პოლიტიკური წარსულიც მრავალფეროვანია _ ისიც ბევრი პარტიის წევრი იყო. ბოლო ორგანიზაცია “სახალხო მოძრაობა” იყო, თუმცა, ისიც დროებით _ მაშინ, როცა, 26 მაისის სისხლიანი აქციის შემდეგ, რამდენიმე დაკავებული ჩოხატაურშიც გადმოიყვანეს, აქციის ორგანიზატორი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერი ამ ადამიანების ამბის საკითხავად პოლიციაში არ მივიდა. უფრო მეტიც, ბარამიძე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების დროსაც არ გამოჩენილა პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე: _ 26 მაისს დაკავებულ პატიმრებს უშვებენ? მე არაფერი ვიცოდი, ჩემთვის არ უთქვამთ. არ ვიცი, პოლიციასთან რატომ უნდა მივიდე, რა საქმე მაქვს, _ ასეთი კომენტარი გააკეთა მაშინ “გურია ნიუსთან” ბარამიძემ.

მოგვიანებით, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს, ნინო ბურჯანაძემ, რომელთანაც სწორედ ბარამიძესა და მისი მსგავსი პოლიტიკური წარსულის მქონე კადრებზე ვსაუბრობდით, აღნიშნა, რომ ბარამიძე მისი პარტიის წევრი არ იყო. თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია მოგვიანებით შეიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის წევრების თქმით, შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი, გია ცინცაძეცაა.

_ გია ცინცაძე ოფიციალურად არ არის ხელმძღვანელი, _ გვითხრა ერეკლე ბერიშვილმა.

_ რა სტატუსი აქვს?

_ მაყურებელია, _ დაგვიკონკრეტა ბერიშვილმა.

გია ცინცაძე ჩვენთან საუბრისას ამ ინფორმაციას უარყოფს და მისი პოლიტიკური შეხედულებების გამხელას მომავლისთვის დებს:

_ ბატონო გია, ბურჯანაძის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ თქვენ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხართ…

_ არ არის ეგ სწორი.

_ თუმცა, ძალიან ხშირად ხართ ოფისთან.

_ სხვაგან ვერსად მხედავთ ჩოხატაურში?

_ როგორ არა… გხედავდით “ნაციონალებთან”, შიგადაშიგ “ოცნებასთან”…

_ მასე მე გამგეობასთანაც ვარ და რატომ არ მეკითხებით, დავინიშნე თუ არა სადმე?! არ არის ეს სწორი ინფორმაცია, _ განმარტა ცინცაძემ.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ყოფილი მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბს, მას ჩოხატაურში დიმიტრი კორიფაძე უხელმძღვანელებს. კორიფაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” სხვა პარტიიდან, ჯერჯერობით, არავინ გადმოსულა, თუმცა, პარტია ახალი წევრებით შეივსო:

_ ახალი წევრები გვყავს. ახლახან გაწევრიანდა, დაახლოებით, 100 ადამიანი, _ გვითხრა კორიფაძემ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაცია ახალი სახეებით გაამდიდროს.

ჩოხატაურში, ამ ეტაპზე სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს არც ოფისი გაუხსნიათ და არც წარმომადგენლები ჰყავთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "ექსტაზი" ამოიღო

მსჯავრდებულები შიმშილობას იწყებენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025
ზაფრანი

რომელ ქვეყანაში შევხვდეთ ახალ წელს

10:33; 30.12.2025
ზაფრანი

საჩუქრები… საჩუქრები…   

10:31; 30.12.2025
ზაფრანი

საახალწლო რჩევა დარიგებები

10:27; 30.12.2025
საზოგადოება

ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა _ ამიდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:25; 30.12.2025
საზოგადოება

უამინდობა დასავლეთ საქართველოში _ საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მიმართავს

10:19; 30.12.2025
საზოგადოება

2028 წლისთვის მალთაყვის უბნის ნახევარზე მეტი შესაძლოა ზღვამ წაიღოს – რა წერია ფოთის გენერალურ გეგმაში?

23:27; 29.12.2025
საზოგადოება

“გაგიკვირდებათ და მოვიდა ზამთარი. რა ხდება გურიაში?! მეორე დღეა მუნიციპალური ავტობუსი არ ამოსულა”

22:57; 29.12.2025
default
საზოგადოება

მშენებლობა დასრულდა – როდის გაიხსნება სრულად რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი

22:46; 29.12.2025
საზოგადოება

ზვავსაშიშროება- სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

22:23; 29.12.2025
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

22:20; 29.12.2025
საზოგადოება

შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები _ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება

17:58; 29.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზის განცხადებას ავრცელებს

17:54; 29.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო