_ ქალბატონო ნინო, თქვენ შეხვედრაზე ახსენეთ, რომ საქართველოში მინისტრები 12-15- ათას ლარიან ხელფასს იღებენ. კონკრეტულად, რომელი მინისტრი გყავთ მხედველობაში?
_ გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია და შეაჯერეთ რამდენი აქვთ ხელფასი პლუს პრემია მთელი წლის განმავლობაში, გაყავით 12-ზე და ნახავთ რა შემოსავალი აქვთ მინისტრებს.
_ როდესაც საუბრობთ მინისტრების ხელფასებზე, იქნებ, კონკრეტულად დაასახელოთ?
_ ერთი წამით რა! ჩემი საქმე არ არის კონკრეტული გვარის დასახელება. მე გეუბნებით რა ტენდენციაა. ტენდენცია არის ის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებდა ჩვენი მთავრობა, რომ მინისტრებს აქვთ მაღალი ხელფასი, მაგრამ გადაანგარიშება ისე გააკეთეს, ისეთი ფორმულით, რომ დღეს მინისტრის ხელფასი ანუ ყოველთვიური საერთო შემოსავალი არის უფრო მეტი, ვიდრე იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროს. ამიტომ, გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, რამდენი აქვთ დანამატი, რამდენი აქვთ პრემია აღებული, აღარ ვლაპარაკობ სხვა საკითხებზე.
_ დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს, კიდევ უფრო სწრაფად დატოვებს თანამდებობას.
_ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის დეკემბრამდე ყველა ვარიანტში მიდის. მე ვფიქრობ, რომ ჯობია დარჩეს. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შევეცდები დავარწმუნო ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ წავიდეს, ჯერჯერობით მაინც.