_ არასწორი ინფორმაციაა _ არანაირი 50 კაცი. პოლიტიკური ქულების ჩასაწერად აკეთებენ უსაფუძვლო განცხადებებს. 3 ან 4 ადამიანი თუ წავიდა, ისიც უმიზეზოდ.
_ ბატონო მამუკა, “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრი დათო კუშტანაშვილის თქმით, მათი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ახმეტაში თანამდებობებზე ისევ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დაბრუნდნენ.
_ არასწორი ინფორმაციაა. კონკრეტული ფაქტებით რომ გაემყარებინათ ეს ამბავი, ძალიან კარგი იქნებოდა. სამწუხაროა, რომ განსხვავებას ვერ ხედავენ ივანიშვილსა და ბურჯანაძის შორის. ეს დედა-შვილი ყოველთვის უკმაყოფილონი იყვნენ. ყველას უნდა დიდი თანამდებობის ადგილები და ასე არ არის, _ განაცხადა “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრის დროს მამუკა ხოლიგაშვილმა.
“დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების” ახმეტის საარჩევნო შტაბი 50-მდე წევრმა დატოვა _ ისინი ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადავიდნენ.
“ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრის ნოდარ გუნაშვილის თქმით, რაიონში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ისევ ყოფილი ჩინოვნიკები დაინიშნნენ.