კვირიკაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ფორუმის მონაწილეებს სამთავრობო ეკონომიკური პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მთავრობის პოლიტიკა ბიზნესის ხელშეწყობისა და ინვესტიციების დაცვისკენაა მიმართული. მან ყურადღება ევროკავშირთან ვაჭრობის სფეროში ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც გაამახვილა, რომლის ამოქმედების შემდეგ სავაჭრო ბარიერები ევროკავშირსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვნად შემცირდება.
ფორუმის მონაწილეებს შორის იყვნენ შვედეთის ელჩი საქართველოში დიანა იანსე და ორგანიზაცია “Business Sweden”-ის მენეჯერი გუნილა ჰულტი.
ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი შვედური კომპანიების წარმომადგენლებმა და საქართველოს სამთავრობო და ბიზნეს-ასოციაციების ხელმძღვანელმა პირებმა.
ფორუმის დასასრულს, პრეზენტაციები გამართეს შვედური კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც საქართველოში ბიზნესის წარმოების ინტერესი გამოთქვეს.
ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ შვედეთის საელჩო საქართველოში და შვედეთის სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო “Business Sweden”. ფორუმი საქართველოში შვედეთის დღეების ფარგლებში ჩატარდა.