მინისტერიალი ევროკომისიისა და ლიტვის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ორგანიზებით იმართება.
მინისტერიალის ფარგლებში განიხილავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
მინისტერიალზე დაგეგმილია დავით ნარმანიას სიტყვით გამოსვლა. მინისტრი საქართველოში მიმდინარე იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრებს, რომელიც ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესებს წარმოადგენს.