საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილებდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე და დირექტორის მოადგილე გიორგი კეპულაძე.
სომეხ, ყაზახ, რუს, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს საერთო პრობლემები, ასევე დაისახა სამომავლო გეგმები. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მასში მონაწილეობდა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. მან თავის მიმართავში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატებები ნატოში გაწევრიანების გზაზე და ყურადღება ასევე გაამახვილა 2014 წლის ლონდონის სამიტის დღის წესრიგზე.
“შეხვედრები ერევანში ძალიან საინტერესოდ წარიმართა. არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით განსხვავებული შემთხვევაა და ეს ბუნებრივიცაა, რადგან მათი ამოცანა არის ინტეგრაცია და პარტნიორობა, როცა ჩვენი პრიორიტეტი და დღის წესრიგი არის გაწევრიანება. შეხვედრებზე ხაზი გაესვა ნატოში გაწევრიანების გზაზე, როგორც საქართველოს პროგრესს, ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ეფექტურ მუშაობას”, __ აღნიშნა ელენე გოცაძემ.