ჩოფიანი ფინანსთა სამინიატროს იურიდიული განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელია. დაცვის მხარე მოწმის ქმედებებს აპროტესტებს. კერძოდ საუბარია, იმ ჩანაწერზე რომელიც მოწმე ჩოფიანს აქვს და ჩვენების მიცემის პროცესში ამ ჩანაწერით სარგებლობს. დაცვის მხარის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს სასამართლო პროცესზე დაკითხვის შეუსაბამო ფორმაა და არ ძეიძლება მოწმე “შპარგალკით” ხელმძღვანელობდეს.
ბრალდების მხარე აღნიშნულ ფაქტს საპროცესო კდოექსით ამართლებს და აღნიშნავს. რომ ყველა მოწმეს შეუძლია საკუთარ ჩანაწერით ისარგებლოს პროცესზე. ბრალდებული ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს რომ თუ 4000 მოწმე სასამართლო პროცესზე “შპარგალკით” უნდა მოვიდეს აზრი არ აქვს. ჭიაბერაშვილს განცხადებით ის მოწმის ჩანაწერის ექსპერტიზას მოითხოვს და ამის საშუალებით დაადეგნს რეალურად არის თუარა ჩანაწერი მოწმის მიერ დაწერილი.
“თუ 4000 მოწმე ასე “შპარგალკით” უნდ ამოვიდეს პროცესზე რა აზრი პირდაპირ ჩამსვით ციხეში.ექსპერტიზის ჩატარებას მოვითხოვ რომ დაადგინონ არის თუარა ეს ჩანაწერი მოწმის მიერ დაწერილი”, _ განაცხადა ბრალდებულმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ მოწმეს მოუწოდა ჩანაწერი მხოლოდ ციფრების დასახელებისას გამოეყენებინა და დანარჩენ შემთხვევაში თხრობით სტილში განაგრძოს ჩვენების მიცემა.