ყოფილი ელჩი გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება:
“კარგია, რომ ევროპის სახალხო პარტიას, ქართველი ხალხის ევროპული მომავალი უფრო მეტად ადარდებს, ვიდრე ქეყნის პრემიერ-მინისტრს. მიუხედავად იმისა, რომ მან ევროპარლამენტს გასულ კვირას უზარმაზარი შეურაცყოფა მიაყენა, სახალხო პარტიამ შეუძლებელი არ გახადა ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და საბოლოო ტექსტში პოლიტპატიმრების შესახებ ჩანაწერი შეცვალა.
იმედია, რომ ხელისუფლება სათანადოდ შეაფასებს მათთვის მიცემულ ამ შანსს და ყურადღებით მოეკიდება იმ გაფრთხილებებს, რასაც იღებს. პოლიტპატიმრად არც იულია ტიმოშენკო გამოუცხადებია ევროპარლამენტს, მაგრამ სწორედ ჩვენზე რასაც წერს გუშინდელ რეზოლუციაში, ამის მსგავსი მიზეზებით, ჯერ კვლავაც ხემოუწერელია ორი წლის წინ დასრულებელი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებული ასოცირების ხელშეკრულება,” _ აცხადებს სამადაშვილი.