შეხვედრის შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დღისათვის მზადების პროცესი დაათვალიერეს.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, ელჩებს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიაწოდა.
“მივაწოდეთ ბოლო ინფორმაცია ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კანდიდატების რაოდენობის, ამომრჩეველთა რაოდენობის, ასევე პროგრამების შესახებ რაც ცესკომ განახორციელა არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე ვესაუბრეთ თუ როგორ მოხდება ოქმების მიღება, ხმების დათვლა, შეჯამება და ამ ინფორმაციის გამოქვეყნება. ყველა ოქმი დაუყოვნებლივ აიტვირთება ვებსაიტზე, ასევე ამოიბეჭდება და გამოიკვრება კომისიაში. რაც შეეხება რეკომედაციებს, ელჩების მხრიდან რეკომედაციები არ ყოფილა, მხოლოდ იყო შეკითხვები სხვადასხვა საკითხის დაზუსტების მიზნით”, _ განაცხადა თამარ ჟვანიამ.