დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრს ელოდებიან, რომელიც ვაჟას ქოხში ქართველ მწერლებს და პოეტებს შეხვდება. არსებული პრობლემების, სახელმწიფო მიდგომისა და ლიტერატურის დარგში სამომავლო გეგმების შესახებ პრემიერს მარიამ წიკლაური, რატი ამაღლობელი, მიხო მოსულიშვილი და სხვა შემოქმედები გაესაუბრებიან.
წელს პირველად “ვაჟაობაზე” გაიმართება სხვადასხვა გამომცემლობების გამოცემული წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ავტორებთან შეხვედრა.
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ქართველი და უცხოელი კალიგრაფისტების ნამუშევრები ვაჟას თემაზე, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ლუდი “მთიელის”ორგანიზებითა და ადგილობრივი ხევისბერი შავფაროსნების ჯგუფის მონაწილეობით ლუდის კოდის დალოცვის უძველესი რიტუალიც ჩატარდება.
ღონისძიების მონაწილეებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია შეხვდება .
წელსაც ტრადიციულად, “ვაჟაობის” დღესასწაულისთვის გაიმართება დოღი. საღამო კონცერტით დასრულდება.