“რუსთავი 2”- სთვის “ჯი-ეფ-ქეი” (GFK) იმუშავებს, ტელეკომპანია “იმედისთვის” კი სამუშაოებს, საქართველოში დაფუძნებული კომპანია “ეი-სი-ტი” (ACT) შეასრულებს.
ტელეკომპანიის “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, “ჯი-ეფ-ქეი”, საქართველოს მასშტაბით, 100 საარჩევნო უბანზე 7 ათასამდე ამომრჩეველს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხავს.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “ჯი-ეფ-ქეი” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მუშაობდა და მის მიერ გამოცხადებული შედეგები, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ცესკოს ოფიციალური მონაცემებისგან.
რაც შეეხება კომპანია “ეი-სი-ტი”-ს, რომელიც ტელეკომპანია “იმედი”-სთვის იმუშავებს, იგი გამოკითხვას 120 უბანზე ჩაატარებს, საიდანაც 40 – თბილისზე, ხოლო 80 სხვადასხვა რეგიონზე მოდის. გამოიკითხება 18-დან 20 ათასამდე ადამიანი.