“დაბა ნარუჯის ერთერთ უბანში, ე.წ. “ჩოლოქში” იმყოფება ბატონი გიგა ხარაბაძე თავისი მანქანით და აქ მცხოვრებლებს აშანტაჟებს, ემუქრება, ეუბნება რომ თუ “ ქართულ ოცნებას“ ხმას არ მისცემენ მათ არჩევნებში შემდეგ ცუდად წაუვათ საქმე. ხელისუფლებამ იცის, რომ ამ უბანში ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები რომ ცხოვრობენო”, _აცხადებს გოგრაჭაძე.
ამ ინფორმაციის გასამოწმებლად დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა.)ი.პ. სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის დირექტორს გიგა ხარაბაძეს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან საუბარში უარყო.
“არავის არ ვატერორებ, არც ნარუჯაში ვიმყოფები და თუ მასეა დამიდეთ ფაქტი“, _ განაცხადა ხარაბაძემ.