სოციალურ ქსელში კი უკვე მისი გაცილების შესახებ უამრავი კომენტარები დაიწერა. დღეს ქალაქ ბათუმში მისი წასვლას ქელეხითაც აღინიშნა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგნის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდის თქმით, კონსტიტუციის მიხედვით არჩევნების დღეს მხარდაჭერილი კანდიდატი პრეზიდენტობას იღებს ფიცის დადების მომენტიდან , ფიცის დადება კი არჩევიდან მესამე კვირა დღეს ხდება, ჩვენს შემთხვევაში ეს არის 21 – ე დღე.
“თუმცა შეიძლება მეორე ტური დაინიშნოს და ეს ვადა კიდევ უფრო გადაიწევს . ვფიქრობ, რომ იმ ხალხის უმეტესობა ვინც მესამე პრეზიდენტს აცილებს უფრო მატერიალური თვალსაზრისით უყურებს ამ საკითხს და არა ფორმალურით, ხვალ ფაქტობრივად ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ და დანარჩენი უკვე ფორმალობის საქმეა “. _ გვითხრა ვახუშტი მენაბდემ.