საოლქოს თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, ეს იმიტომ მოხდა, რომ “ცესკო-მ ასე ჩათვალა საჭიროდ”:
_ უბნებზე ნაკლებობით არის, მაგრამ ასე მაქვს მიღებული ცესკო-დან და სტამბიდან. ყველას აქვს მიღება-ჩაბარების აქტი, _ ამბობს კუტუბიძე.
_ ბატონო თემურ, ცესკო-მ მიიჩნია საჭიროდ, რომ უბნებზე ნაკლები ბიულეტენი იყოს?
_ არა. ცსკო-ს აქვს მისი გათვლა. არის ხალხი, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ და სამხედრო რიგებში და იმათ აკლებენ, _ გვითხრა კუტიბიძემ და დასძინა, რომ “არავის არაფერი არ აკლია”.
_ როგორც ჩათვალა ცესკო-მ საჭიროდ და მოგვცა განაწილება ისეა ყველაფერი. არავის არაფერი არ აკლია, _ დააკონკრეტა კუტუბიძემ.
ჩოხატაურში 18 428 ამომრჩეველია და 18 550 ბიულეტენია მიღებული.