სესიაშვილი თვლის, რომ გამოძიებას ახალაის წინააღმდეგ მყარი არგუმენტები ჰქონდა და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება აუცილებლად ზემდგომ ინსტანციაში უნდა გასაჩივრდეს.
“მე თავის დროზე მქონდა არაერთი ინფორმაცია ბაჩო ახალაიას მიერ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით”, _ განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სპეცრაზმელების საქმეზე ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებული პირები სასამართლომ გაამართლა. აღნიშნულ საქმეში გამოძიება ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად კიდევ 7 პირს , შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამებასა და არაადამიანური მოპყრობაში ადანაშაულებდა.