“ორი თუ სამი დღის განმავლობაში სამხედრო მანქანებს ხშირად ვხედავდით, როგორ დაქროდნენ ჩვენს უბანში. არ ვიცით, რას ეძებდნენ და საერთოდ ვინ იყვნენ, ვერაფერს გეტყვით. თუ საიდუმლო დავალება იყო რაიმე, ვინ რას გვეტყოდა?”,_ გვითხრა სოფელ შემოქმედის მცხოვრებმა.
მოსახლეობის თქმით, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირები მათთან არ კონტაქტობდნენ.
” დავინახეთ, რომ რამდენიმე მეტრის რადიუსში, ხუთ თუ ექვს სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირს ჩამოსვამდნენ მანქანიდან და რაღაც ინსტრუქციას აძლევდნენ. რუკებიც დავინახეთ”, _ ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
სოფელ შემოქმედის რწმუნებულ ბესო ლომინაძის თქმით, ეს იყო სამხედრო წვრთნები და არანაირი საგანგაშო რამ არ ყოფილა.
“ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა წვრთნები და სამხედროები სხვადასხვა დავალებებს ასრულებდნენ, ეს იყო და მეტი არაფერი”, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ლომინაძემ.
(შენიშვნა: ფოტოზე აღნიშნული წვრთნა არაა გამოსახული)