“ლექსო გაიზარდა ღირსეული პოლიციელის ოჯახში. მას ძალიან კარგი მამა ჰყავდა – ის იყო ღირსეული პოლიციელი. ლექსომ ჩვენს სამინისტროში რამდენიმე წლის წინ დაიწყო მუშაობა და ყველა ეტაპი ძალიან წარმატებით გაიარა – იყო დამწყები ოპერატიული თანამშრომელი, შემდეგ კი გახდა გამომძიებელი. ამის მერე თბილისში პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად გადავიდა, შემდეგ კი მე დავნიშნე კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსად და ბრწინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. მან საათივით ააწყო და გამართა სისტემა კახეთის სამმართველოში. გაზაფხულზე გადმოვიყვანე თბილისში და მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა მთავარი სამმართველო. ლექსომ რამდენიმე თვეში ასევე საათივით ააწყო და გამართა თბილისის სამმართველო. ლექსომ აჩვენა რომ მას შეუძლია მართვა. ისაა ღირსეული და წარმატებული პოლიციელი და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება წარმატებული მინისტრი“, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved